Saturday, August 2, 2014

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი ( დაიბადა. 7 მაისი1840 — გარდაიცვალა. 6 ნოემბერი1893) — რუსი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს რუს კომპოზიტორთა „ხუთეულის“ წევრი არ იყო, მისი მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი და მიღებული გახდა მისი გამორჩეულად რუსული ხასიათის, მდიდარი ჰარმონიებისა და მელოდიურობის გამო. თუმცა ამასთან მისი ნამუშევრები გაცილებით დასავლური იყო ვიდრე მისი სხვა რუსი თანამემამულეებისა, ვინაიდან ის ეფექტურად იყენებდა საერთაშორისო ელემენტებს ეროვნულ სახალხო მელოდიებთან შერწყმით. ჩაიკოვსკის ნაწარმოებები აქვს შექმნილი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში.

პეტრე ჩაიკოვსკი დაიბადა ვოტკინსკში (ახლანდელი უდმურტეთი). მამამისი — ილია პეტრეს ძე ჩაიკოვსკი იყო ინჟინერი. ჰყავდა 3 ცოლი, რომლიდანაც მეორე — ალექსანდრა ანდრეის ასული ასიერი პეტრეს დედა იყო. პეტრე იზრდებოდა მრავალშვილიან ოჯახში. მასთან ერთად იზრდებოდა მისი ნახევარდა ზინადა, უფროსი ძმა ნიკოლოზი და უმცროსი ალექსანდრა, იპოლიტი და ტყუპები: მოდესტი და ანატოლი. პეტრეს მშობლებს უყვარდათ მუსიკა. დედამისი უკრავდა ფორტეპიანოზე და მღეროდა. სახლში ედგათ მექანიკური ორგანი, რომლის მეშვეობით პატარა პეტრემ პირველად მოისმინა მოცარტის ოპერა „დონ ჟუანი“. იმ დროს, როდესაც ოჯახი ვოტკინსკში ცხოვრობდა მათ საღამოობით ხშირად უწევდათ მოესმინათ რუსული ხალხური სიმღერები, ნამღერი ქარხნის მუშებისა და გლეხების მიერ.
1859-1863 წწ. მსახურობდა იუსტიციის სამინისტროში. 1861-1865 წწ. სავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში (1862წლამდე რუსეთის მუსიკალური საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების სამუსიკო კლასები). მეცადინეობდა ანტონ რუბინშტეინთან (კომპოზიცია). 1866-1878 წწ. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი (მის მოწაფეთა შორის იყო ს. ტანეევი). პეტერბურგში ხშირი მოგზაურობის დროს ურთიერთობა ჰქონდა „მძლავრი ჯგუფის“ წევრებთან. მოსკოვის პერიოდის უმთავრესი ნაწარმოებებია: 3 სიმფონია (მ.შ. „ზამთრის ოცნებები“, 1866), სიმფონიური უვერტიურა-ფანტაზია „რომეო და ჯულიეტა“ (1869), სიმფონიური ფანტაზიები „ქარიშხალი“ (1873) და „ფრანჩესკა და რიმინი“ (1876), I საფორტეპიანო კონცერტი (ორკესტრთან ერთად) (1875), „მელანქოლიური სერენადა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1875), 3 სიმებიანი კვარტეტი (187118741876), ოპერები „ვოევოდა“ (1868), „უნდინა“ (1869), „ოპრიჩნიკი“ (1872), „მჭედელი ვაკულა“ (1874, მე-2 რედაქცია - „ქოშები“,1885), ბალეტი „გედის ტბა1876),1873), საფორტეპიანო პიესები (მ.შ. ციკლი „წელიწადის დრონი“,1876), რომანსები და სხვ.
მუსიკა ა. ოსტროვსკის პიესა „თოვლის ქალისათვის“ (

1877 წელს პეტრე ჩაიკოვსკი საზღვარგარეთ გაემგზავრა. აქ დაასრულა მე-4 სიმფონია (1876-1877) და ოპერა „ევგენი ონეგინი“ (1877-1878). 1885 წლამდე მეტწილად ცხოვრობდა საზღვარგარეთ (შვეიცარიაიტალიასაფრანგეთი). 1885 წლიდან ჩაიკოვსკი დამკვიდრდა მოსკოვთან ახლოს (1892 წლიდან კლინში) და გაანახლა მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ამ წლებში მისმა შემოქმედებამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. 1893 წელს პეტრე ჩაიკოვსკის მიენიჭაკემბრიჯის უნივერსიტეტის მუსიკის დოქტორის საპატიო წოდება.
ჩაიკოვსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1893 წლის 6 ნოემბერს, თავისი მეექვსე, „პათეტიკური“ სიმფონიის პრემიერიდან მეცხრე დღეს. თავისი ინოვაციურობის და უზარმაზარი ემოციურობის გამო იგი პუბლიკამ ჩუმი გაუგებრობით მიიღო. სიმფონია მეორედ დაუკრეს მისი გარდაცვალებიდან ოც დღეში და აუდიტორიამ იგი უფრო კეთილად მიიღო.  დღეისათვის „პათეტიკური“ ითვლება ჩაიკოვსკის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად.
ტრადიციულად ჩაიკოვსკის სიკვდილს მიაწერენ ქოლერის ეპიდემიას, რომელიც მაშინ ქალაქში მძვინვარებდა. თუმცა ალტერნატიული ვერსიით ითვლება რომ თავი მოიკლა.
პეტრე  ილიას ძე ჩაიკოვსკი

1886-1890 წწ. პეტრე ჩაიკოვსკი ხუთჯერ იყო საქართველოში. მისი საუკეთესო ოპერები მის სიცოცხლეშივე დაიდგა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. თბილისსა და ბორჯომში დაწერა ჩაიკოვსკიმ საორკესტრო სიუიტა „მოცარტიანა“, „სექსტეტი“, „მოგონებები ფლორენციაზე“, აქ მუშაობდა ბალეტ „მძინარე მზეთუნახავზე“.
ჩაიკოვსკი იმყოფებოდა ბორჯომში 13/25 ივნისიდან 6/18 ივლისამდე, 1887 წელს, ძმა ანატოლისთან ერთად. ექიმის რჩევით ის დარჩა ბორჯომში ჯანმრთელობის გამოკეთებისთვის. ის წარმატებულად მუშაობდა მე-4 სუიტა „მოცარტიანა-ს“ გაორკესტრებაზე. და დაასრულა ბოლო ორი ნაწარმოების ოთხი ნაწილიდან. მან ასევე დაწერა საგუნდო ნაწარმოები „Бпажен, кто улыбается“ და გააკეთა სექსტეტი Souvenir de Florence-ს ჩანაწერები.
ბორჯომიდან წამოსვლის შემდეგ წერდა: „ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“.

ოპერები

ბალეტები


სიმფონიური ნაწარმოებები

  • "ჭექა-ქუხილი" უვერტურა (1864)
  • სიმფონია № 1 "ზამთრის ოცნებები" (1866)
  • "ფატუმი", სიმფონიური ფანტაზია (1868)
  • სიმფონია № 2 (1872)
  • კონცერტი № 1 ფორტეპიანოსთვის ორკესტრთან (1875)
  • სიმფონია № 3 (1875)
  • "ფრანჩესკა და რიმინი", სიმფონიური ფანტაზია (1876)
  • ვარიაცია როკოკოს თემაზე ვიოლონჩელისა და ორკესტრისთვის (1878)
  • კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1878)
  • სიმფონია № 4 (1878)
  • "1812 წელი" უვერტურა (1880)
  • "რომეო და ჯულიეტა", უვერტურა-ფანტაზია (186918701880)
  • კონცერტი № 2 ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1880)
  • "მენფრედი", სიმფონია (1885)
  • Pezzo capriccioso (1887)
  • სიმფონია № 5 (1888)
  • კონცერტი № 3 ფორტეპიანოსთვის ორკესტრთან (1893)
  • სიმფონია № 6 (1893)
  • გთავაზობთ პეტრე ჩაიკოვსკის მიერ წარმოთქმულ რამდენიმე ფრაზას :
    1.ერთადერთი ინტერესი, რომელიც მაკავშირებს ცხოვრებასთან, ეს ჩემი შემოქმედებაა.
    2.სილამაზე მუსიკაში მდგომარეობს არა ეფექტებისა და ჰარმონიული დახვავებაში, არამედ უბრალოებისა და ბუნებრიობაში.
    3.გახსოვდეთ, გენიოსობის ნიშნით აღბეჭდილი ადამიანიც ვერაფერს შექმნის არამცთუ დიდებულს, საშუალოსაც კი, თუ იგი ჯოჯოხეთურად არ შრომობს. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მინიჭებული, მით უფრო მეტს უნდა შრომობდეს იგი.
    4.ჰაიდნი აუცილებელი და მტკიცე რგოლია კომპოზიტორ-სიმფონისტების ჯაჭვში… მან უკვდავყო თავისი სახელი თუ გამოგონებით არა, ყოველ შემთხვევაში სონატისა და სიმფონიის იმ ჩინებული, იდეალურად გონივრული ფორმით, რომელიც შემდეგში სისრულის და სილამაზის უმაღლეს ხარისხამდე აიყვანეს მოცარტმა და ბეთჰოვენმა.
    5.შუმანის მუსიკა გადაგვიშლის ახალი მუსიკალური ფორმების მთელ სამყაროს, ეხება სიმებს, რომლებსაც არ შეეხებიან მისი დიდი წინამორბედები.
    6.მე ვლაპარაკობ მუსიკალურ ენაზე იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს რაიმე სათქმელი.
    7.მგონია, რომ მე დაჯილდოებული ვარ თვისებით – მართლად, გულწრფელად და უბრალოდ გამოვხატო მუსიკით ის გრძნობები, განწყობილებები ან სახეები, რომლებსაც შთამაგონებს ტექსტი. ამ გაგებით მე რეალისტი და ჭეშმარიტი რუსი ადამიანი ვარ.
    8.მხოლოდ იმ მუსიკას შეუძლია გულში მოხვედრა და აღელვება, რომელიც შემოქმედის სულის სიღრმიდან მოედინება.
    9.ღმერთო ჩემო! რა მოკლეა სიცოცხლე! რამდენი რამ უნდა გავაკეთო ვიდრე ვიგრძნობ, რომ დროა შევჩერდე!
    10.ჩემი რწმენა მომავლის სამართლიან განაჩენში ურყევია. მე წინასწარ სიცოცხლეშივე ვტკბები დიდების იმ მცირედი ნაწილით, რომელსაც რუსული ხელოვნების ისტორია მომანიჭებს.
    11.ჩემი ღრმა რწმენით, მოცარტი არის უმაღლესი, კულმინაციური წერტილი, რომელსაც მუსიკის სფეროში მიაღწია სილამაზემ.
    12.იმას, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას შევწირე , მოცარტს უნდა ვუმადლოდე. მან მისცა ბიძგი ჩემს მუსიკალურ ძალებს, მან მაიძულა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შემყვარებოდა მუსიკა.
    13.გენიალური მოხუცი ვერდი “აიდასა” და “ოტელოში” იტალიელ მუსიკოსებს ახალ გზებს უკვლევს.